|
2026-09-15 18:05:14, 3933 ნახვა
სხვადასხვა/ რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. რუსეთში სკანდალებით ცნობილმა ტელეწამყვანმა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ საიმიჯო ფილმი გადაიღო. ივლეევამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოგზაურა. 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, თბილისმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. კანონი ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში - სამეგრელოდან, ცხინვალში კი - შიდა ქართლიდან. გამონაკლისია მხოლოდ „განსაკუთრებული შემთხვევები“ - როცა ვიზიტი „ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“. კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს. მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით. 2024 წელს რუსი მსახიობი და ბლოგერი, ანასტასია ივლეევა, „თითქმის შიშველის“ სახელით ცნობილი წვეულების ორგანიზატორი, რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს წვეულებამ „თითქმის შიშველი,“ რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში შარშან გაიმართა, აღაშფოთა კანონმდებლები და კრემლის მომხრეები. ივლეევამ და სხვა ცნობილმა პირმა საჯაროდ ბოდიში მოიხადეს საყოველთაო კრიტიკის ტალღის ფონზე, რადგან წვეულების დროს დაირღვა „ოჯახური ფასეულობები.“
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

