|
2026-08-31 18:47:48, 5176 ნახვა
სპორტი/ მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია 28-30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ლოზანამ ტურნირის ისტორიაში პირველად, გრანდ სლემს უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა მსოფლიოს 78 ქვეყნის 525 ძიუდოისტმა მიიღო. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქართველმა ფალავნებმა მაყურებელს არაერთი დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზეს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ტატამიდან მედლის გარეშე აღარ ბრუნდება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე მიმავალ გზაზე მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა - მან ფინალამდე 2 იპონით და 2 იუკოთი მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში მის პირისპირ ძალიან რთული მეტოქე, ფრანგი სარა ლეონი იდგა. ეთერმა ფრთხილი და ტაქტიკურად გამართული ბრძოლა აჩვენა, მეტოქეს იუკოთი აჯობა და საქართველოს ოქროს მედალიც მოუტანა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ილია სულამანიძეც (100 კგ.). ილია ტურნირზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მისივე გამარჯვებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინალამდე იოლი გზა გაიარა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში, სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი სიმეონ კათარინა იყო, რომლის ასპარეზობაც წელს თბილისშიც ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში ილია სულამანიძემ დამაჯერებლობა შეინარჩუნა, გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინა და ოქროს მედალს დაეუფლა. პირველ ადგილამდე ცოტა დააკლდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ გამორჩეულ წევრს, გურამ თუშიშვილს (+100 კგ). გურამმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინალ ტასოევთან დასანანი მარცხი იწვნია, თუმცა მისი ბრძოლა ამით არ დასრულებულა. რეპეშაჟში გადასვლის შემდეგ, მან ორ შეხვედრაში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა. საერთო ჯამში, საქართველომ ლოზანას გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა - ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო გურამ თუშიშვილმა კი საკუთარ კოლექციას ბრინჯაო დაუმატა. საინტერესო დებიუტი და საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლოზანის გრანდ სლემი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისთვის, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან ერთად მიღწეული დიდი წარმატების შემდეგ უზბეკი ძიუდოისტების გამოწრთობა დაიწყო. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - უზბეკეთის ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას, ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები იცავდნენ: ● კაცები: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ.), მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე (ორივე 73 კგ.), ზაურ დვალიშვილი (81 კგ.), ლუკა ჯავახიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ● ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე - 57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.). ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

