|
2026-08-27 19:24:09, 5245 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდს იწყებს. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის - ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის - ბრძოლას განაგრძობს. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა ხვალ, 28 აგვისტოს, 19:30 საათზე გაიმართება. ქართველი კალათბურთელები თბილისის სპორტის სასახლეში მონტენეგროს უმასპინძლებენ. გუნდს მეორე შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ელის. ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გუნდებს პირველი ეტაპიდან დაგროვილი ქულები გადმოჰყვათ. ამ ეტაპზე ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ესპანეთი - 11 ქულა; უკრაინა - 10 ქულა; მონტენეგრო - 10 ქულა; პორტუგალია - 9 ქულა; საბერძნეთი - 9 ქულა; საქართველო - 9 ქულა. მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს, პორტუგალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს - ჯამში ექვს შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მატჩები ამ სამ გუნდთან გაიმართება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კონკურენტები ესპანეთი და უკრაინაც არიან, რადგან პირველი ეტაპიდან მიღებული ქულები საერთო ცხრილში ინარჩუნებს მნიშვნელობას. ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. 28 აგვისტოს მონტენეგროსთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

