|
2026-08-16 22:56:07, 9100 ნახვა
სპორტი/ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
ნინა თიბილაშვილის სპორტული ისტორია 17 წლის ასაკში დაიწყო. დღეს კი ის ქართული პარაფარიკაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია - ორი პარალიმპიური მედლით, საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული არაერთი წარმატებით და ახალი მიზნებით. ნინასთვის ფარიკაობა მალევე იქცა მის პროფესიულ არჩევანად და წლების განმავლობაში მან ქართული პარაფარიკაობის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ნინას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ტოკიოს პარალიმპიური თამაშები იყო, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ, პარიზში, ნინამ კიდევ ერთი პარალიმპიური მედალი - ბრინჯაო მიიღო. ამ შედეგით ის გახდა პირველი ქართველი პარასპორტსმენი, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო. 2028 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ნინას მიზანი მარტივია - ვერცხლსა და ბრინჯაოს ოქროც დაუმატოს. თუმცა, მისი წარმატებები მხოლოდ პარალიმპიური თამაშებით არ შემოიფარგლება. 2026 წელს ნინამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე გახდა მედალოსანი პიზისა და ბუდაპეშტის მსოფლიო თასებზე. შედეგების ეს თანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნინა საერთაშორისო პარაფარიკაობაში სტაბილურად ინარჩუნებს კონკურენტუნარიან პოზიციას. მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე? ქართველი პარასპორტსმენები ჩემპიონები არიან. თუმცა, მათი შესაძლებლობები მხოლოდ სპორტული ასპარეზით არ შემოიფარგლება. ისინი მუდმივი მოძრაობის, არ გაჩერებისა და მოტივაციის ნათელ მაგალითებად გვევლინებიან. თუმცა, მათ მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატების, მოგებული მედლებისა და დამყარებული მსოფლიო რეკორდების მიუხედავად, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ქართული ბიზნესის ჩართვას. კამპანიის მიზანია, პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება და შესაძლებლობები, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. ნინას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და ახალი მიზნების დასახვით. ნინა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის. ჩემპიონები უკვე მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია. რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-09-24 11:04:48 კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა 2026-09-21 08:43:22 ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა 2026-09-20 10:25:23 კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა 2026-09-19 11:29:16 უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 2026-09-19 10:59:28 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა), 

