|
2026-07-27 15:51:53, 129 ნახვა
სამართალი/ იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ადვოკატი ომარ ფურცელაძე MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება. ადვოკატი წერს, რომ იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.
MMA-ს მებრძოლმა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ის ქმნის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქართული ტრადიციების, ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. საჭიროების შემთხვევაში, ის ციხეშიც კი მოხვდება. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში მან განაცხადა, რომ მოძრაობა იქნება პროაქტიული და კონსტრუქციული. ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძრაობის წევრები მზად არიან ნებისმიერი რისკის გასაწევად ქართული კულტურის დასაცავად.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

