|
2026-07-27 15:26:09, 90 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია "ჯეოკეპმა" თბილისში, გივი ამილახვარის #17-ში ახალი საწარმო გახსნა. ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ევროს შეადგენს, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მლნ. ევროა. ინფორმაციისთვის, "ჯეოკეპი" 2014 წელს პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაარსდა და დღეს პლასტმასისა და მინის ბოთლებისთვის სხვადასხვა ტიპის ალუმინის საცობებს აწარმოებს. კომპანია ამ ტიპის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში და მომხმარებლებს 8 სახეობის სხვადასხვა მოდიფიკაციის ალუმინის საცობს სთავაზობს. 2019 წელს "ჯეოკეპის" ჯგუფს კომპანია "ჯამპლასტი" შეუერთდა, რომელიც ასევე ალუმინის საცობების წარმოებაზეა სპეციალიზებული. კომპანიის პროდუქცია უკვე ექსპორტზე გადის როგორც ამიერკავკასიის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში. დღეს კომპანია 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ოპერირებს, 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და წელიწადში 700-800 მილიონ საცობს აწარმოებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში "ჯეოკეპი" ახალი საწარმოო ხაზების დამატებასა და წარმოების მოცულობის 1-1.2 მილიარდ საცობამდე გაზრდას გეგმავს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს. "საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტის შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს. "ჯეოკეპის" ახალი საწარმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს წარმოების სექტორს საქართველოში და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გვჯერა, რომ კომპანია წარმატებით განაგრძობს ზრდას და ქართულ წარმოებას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ჩვენ კი არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას." - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა), 

