|
2026-07-27 12:09:36, 114 ნახვა
სამართალი/ გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან, ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ. სამართალდამცველებმა, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სპილენძის სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერია შსს-ს განცხადებაში. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

