|
2026-07-24 13:14:30, 230 ნახვა
საზოგადოება/ ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა:
თიბისის ფილიალებში მისული მომხმარებლები, ერთი ვიზიტით, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, ანგარიშის გახსნას და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების აქტივაციასაც შეძლებენ. ეს კი, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. სიახლით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის თიბისის მომხმარებელი. თუ პირი თიბისის მომხმარებელი ჯერ არ არის, შესაძლებლობა აქვს, ფილიალშივე გახსნას ანგარიში და იმავე ვიზიტის ფარგლებში, დაარეგისტრიროს ბიზნესი. სერვისი ამ ეტაპზე, თბილისში, თიბისის 20-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში კი, ბიზნესის რეგისტრაცია უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. ბიზნესის დარეგისტრირების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე იმ ფილიალების სრული ჩამონათვალის სანახავად, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/registration-at-tbc-branches
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა), 

