|
2026-07-24 03:22:36, 296 ნახვა
ეკონომიკა/ სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად მოხდება. პარალელურად, განცხადებაში აღინიშნება, რომ ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსიების ნაწილი დეზინფორმაციას წარმოადგენს. "დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

