|
2026-07-23 18:46:21, 498 ნახვა
პოლიტიკა ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
ნიკა კაპანაძის დაკავების სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა - კაცი, რომელსაც 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და კიდევ 3 პირის დაჭრისთვის დაადეს ხელბორკილები, საკუთარ სასტუმროში სპეცრაზმმა აიყვანა. ამის შესახებ "პირველებს" ნიკა კაპანაძის დედა, დოდო ოდიშარია უყვება. ქალის თქმით, მისი შვილი სასტუმროს მესამე სართულზე, ოთახში შეიარაღებული იყო ჩაკეტილი და კარს არავის უღებდა. "სპეცრაზმს ვუთხარი, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო" - ეუბნება დოდო ოდიშარია "პირველებს". ქალი უსამძიმრებს დაღუპული 17 წლის ბიჭის ოჯახსდა წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო. "ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი" - ამბობს ნიკა კაპანაძის დედა
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

