|
2026-07-16 12:14:27, 1969 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ყველაზე მეტად დაზარალდა დედაქალაქის დარნიცკის რაიონი, სადაც ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობე შენობაში, საწყობსა და ახლოს გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებში. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. ორი დაღუპული სწორედ დარნიცკის რაიონში აღმოჩნდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. სვიატოშინის რაიონში კი დარტყმის შედეგად ერთსართულიან სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. იქ სამი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სამაშველო სამსახური თავდასხმის ადგილებზე მუშაობას აგრძელებს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

