|
2026-07-08 11:25:37, 3490 ნახვა
სხვადასხვა/ მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო გამოშვება დროებით შეჩერდა, რადგან მთავრობა საზოგადოებრივი მედიის რეფორმირებას ახორციელებს, რათა ის „დამოუკიდებელი და სანდო“ გახდეს. სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა არხმა M1 განცხადება შავ ეკრანზე განათავსა, რომელზეც წარწერა იყო: „საზოგადოებრივ მედიას არ შეუძლია ტყუილის თქმა. მიუხედავად ამისა, ბოდიშს ვიხდით, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით“. სამშაბათს, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს რედაქტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. Reuters-მა დაუყოვნებლივ ვერ გადაამოწმა ინფორმაცია. ეს ნაბიჯები შეესაბამება პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის საარჩევნო დაპირებას, რომ რეფორმირებას გაუწევდა სახელმწიფო მედიას და შეწყვეტდა იმას, რასაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დროს „პროპაგანდას“. „საზოგადოებრივი მედია ამჟამად რეფორმირდება, რათა მომავალში დამოუკიდებელი და სანდო იყოს. საინფორმაციო გამოშვება დროებით შეჩერებულია. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან!“ - ნათქვამია M1-ის განცხადებაში. მადიარმა, რომლის პარტიამაც აპრილის არჩევნებში ორბანის ნაციონალისტური პარტია „ფიდესი“ 16 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ დაამარცხა, ორბანის ძალაუფლების ძირითადი ბასტიონების, მათ შორის სახელმწიფო მედიის, გადახედვა დაიწყო. მან განაცხადა, რომ აღადგენს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს და გაანადგურებს კორუფციას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-07-27 12:37:14 ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა 2026-07-26 10:11:09 რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა 2026-07-25 13:02:30 ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა 2026-07-22 00:31:07 ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა 2026-07-19 23:18:46 რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

