09:36 - 28 Jul, 2026
2026-06-23 11:23:08, 3283 ნახვა

რეგიონი/
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა

პროვინციის გუბერნატორის ოფისის ცნობით, ანკარის ხელისუფლებამ 7-8 ივლისს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 28 ივნისიდან 10 ივლისამდე თურქეთის დედაქალაქში აკრძალულია ყველა საჯარო ღონისძიება, მათ შორის მიტინგები, დემონსტრაციები, პრესკონფერენციები, ასევე კარვების გაშლა, ბროშურების გავრცელება და პლაკატების გამოყენება. ცალკე აკრძალვა დაწესდა დრონების გამოყენებაზე რეგიონის საჰაერო სივრცეში, სპეციალური ნებართვის გარეშე.

უსაფრთხოების ძალებს ასევე ექნებათ უფლება შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებებისა და მოქალაქეების შესვლა სამიტის ზონებსა და დელეგაციის მარშრუტებზე. ეს ზომები მიზნად ისახავს წესრიგისა და ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics