|
2026-05-30 14:26:41, 782 ნახვა
სამართალი/ სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდვე ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავა - ამის შესახებ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. დაკავებულ პირს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება. სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავებული ასევე ონლაინპლატფორმის საფარით, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს.
შეგახსენებთ, რომ აგენტობის ბრალდებით დღეს სუს-მა ასევე დააკავა "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე. როგორც უწყება ამბობს, დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა მათ სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

