|
2026-05-29 12:21:57, 555 ნახვა
პოლიტიკა პაპუნა ლოცულაშვილის ძმა: ჰქონდა თავბრუსხვევა, 2-ჯერ წაუვიდა გული, ტკივილი ტანის, თავის არეში
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ფორმულასთან მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი ამბობს, რომ პაპუნა კლინიკაში თავბრუსხვევით გადაიყვანეს და მან ორჯერ დაკარგა გონება. მისივე თქმით, ოჯახს ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი მოეხსნას. "გადმოვიყვანეთ წუხელ. ჰქონდა თავბრუსხვევა, ორჯერ წაუვიდა გული. ტკივილები ტანის, თავის არეში, ეს გახდა გადმოყვანის მიზეზი. შემდეგი ის არის, რომ ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია - მოეხსნას ბრალი. სრული აბსურდია, არავისთვის ქვა არ ჩაურტყამს, არც დანა არ ჰქონია. არანაირი აგრესიული ჩემი ძმა არ არის, მშვიდი პიროვნებაა ძალიან. მე არ მაქვს მოლოდინი და დიდი იმედი მაქვს, რომ არ დააკავებენ", - ამბობს ის. ფორმულასთან კომენტარი გააკეთა პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატმაც. ლაშა ტყეშელაძე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 'წამების მსხვერეპლ პაპუნას აქვს გაუსაძლისი ტკივილები, სახლში მან 2-ჯერ დაკარგა გონება, რის შემდეგაც ოჯახმა გადაწყვიტა, გადაეყვანათ საავადმყოფოში, სადაც გადის სამედიცინო შემოწმებებს და მკურნალობას. მე პროკურატურას ვთხოვ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოძიება ნაწამები პაპუნას წინააღმდეგ და გადააკვალიფიცირეთ მუხლი, წამების მუხლით და დასაჯეთ ყველა პოლიციელი", - ამბობს ის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

