|
2026-05-28 17:24:17, 729 ნახვა
პოლიტიკა ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესებასა და საქართველოსა და მოლდოვიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით იდიოტურია. „მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, - განუცხადა ლავროვმა რუსულ მედიას კალასის ინიციატივასთან დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას. ცნობისთვის, კაია კალასმა დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რადგან რუსეთს უკრაინის არმიისთვის შეზღუდვის დაწესება სურს, ეს მოსკოვისთვის მსგავსი მოთხოვნის წაყენებაში უნდა აისახოს. ამასთანა, მისი თქმით, რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს. „არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ - მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, - განაცხადა კალასმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა 2026-05-24 11:35:52 რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“ 2026-05-24 09:54:09 კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

