|
2026-03-27 12:43:57, 113 ნახვა
პოლიტიკა აშშ 30 მარტიდან სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი რეგულაციების მიხედვით, სავალდებულო ხდება ვიზის განმცხადებლების სოციალური აქტივობის მონიტორინგი - მათ შორის, სოციალურ ქსელებში აქტივობა. ეს პრაქტიკა აქამდე ძირითადად სასწავლო ვიზებზე ვრცელდებოდა, ახლა კი სამუშაო და დიპლომატიურ ვიზებზეც გავრცელდება. სავარაუდოდ, კონსულს გადაწყვეტილების მისაღებად - გასცემს თუ არა ვიზას - რამდენიმე სამუშაო დღე ან მეტი დასჭირდება. რეგულაციები ძალაში 30 მარტიდან შევა. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიზების შემოწმებისა და სკრინინგის პროცესში, რათა გამოავლინოს აპლიკანტები, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად არ დაიშვებიან, ასეევ, მათ შორის ისინიც, ვინც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი იმეორებს, რომ თითოეული ვიზის განხილვა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილებას. "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე ვიზის გაცემის პროცესში, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-ში შემოსვლის მსურველებს არ აქვთ ამერიკელებისა და ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, და რომ ყველა აპლიკანტი სარწმუნოდ ადასტურებს თავისი მოთხოვნილი ვიზის შესაბამისობას, მათ შორის იმას, რომ ისინი გეგმავენ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება მათი დაშვების პირობებს", - აღნიშნულია სახ.დეპის განცხადებაში
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

