|
2026-03-27 11:37:59, 130 ნახვა
პოლიტიკა რიში: ოცნების ერთპარტიულობის ფონზე, მთავრობის ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთებას იწვევს
აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა Independence Avenue Meida-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ში "ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს". "თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობებისადმი საკუთარი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის" - თქვა მან. რიშმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები სენატსა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტში MEGOBARI აქტის მიღებაზე მუშაობას კვლავ აგრძელებენ. საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ს ახალი ელჩების დანიშვნის სავარაუდო ვადების შესახებ კითხვაზე სენატორმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და შერჩევის რთული პროცესის გათვალისწინებით, ელჩები რაც შეიძლება მალე დაინიშნებიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

