|
2026-03-26 12:22:35, 178 ნახვა
სამართალი/ ეკა კუპატაძე - ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი დაკითხვა ცნეს უდავოდ
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლოს პირველად მიმართავს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე. კუპატაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "მკვლელებსა და მკვლელების ადვოკატებს მოსმენა მოუწევთ". "მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, აღარაფერია მათგან საოცრება, მაგრამ მაინც, მათ ჩემი დაკითხვაც არ მოისურვეს და ჩემი დაკითხვა ცნეს უდავოდ. შესაბამისად, მე სულ ბოლო სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის. ეს ამბავი მე გავიგე წუხელ, ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე, რომ მოვსულიყავი დღეს და ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მკვლელებსა და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ... შევუკვეთე ხომ მე სახელმწიფოს? შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნია იმნაძის მოსმენა? ნია იმნაძე არის გოგონა, რომელმაც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში და რომელმაც ეს არასრულწლოვანები გაუშვა ციხეში. გოგონას, რომელსაც სექსუალურად ავიწროებდა ჩემი შვილი თურმე, არაფერი არ ჰქონია სათქმელი სასამართლოსთან. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი, ნია იმნაძისა და სხვა დანარჩენების... ქვას ქვაზე დავადუღებ!" - ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ჟურნალისტებთან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

