12:53 - 28 Mar, 2026
2026-03-25 14:38:43, 206 ნახვა

საზოგადოება/
სიონში მეუფე შიო, კობახიძე და ყაველაშვილი მივიდნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები მივიდნენ - სიონის ტაძარის ეზოში ავტომობილით მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო.

გარდა ამისა, ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,  შიო, ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს. პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყო.

„როგორც ცნობილია, მეცხრე დღეს, ისევე როგორც მეორმოცე დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ავტოკეფალიის აღდგენა აღინიშნება, დღე, რომელსაც ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად აქ პარაკლისს აღნიშნავდა. დღეს აქ ავტოკეფალიის აღდგენის პატივსაცემად პარაკლისი აღევლინება, რასაც მოჰყვება პანაშვიდი ილია II-ისთვის“, - აღნიშნავს სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics