|
2026-03-25 13:36:38, 230 ნახვა
სამართალი/ 2026 წლის პირველ ორ თვეში ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები 101%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-თებერვალში, ჯარიმებიდან და საჯარიმო სანქციებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 43,996 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 24,187 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ჯარიმებიდან და საჯარიმო სანქციებიდან მიღებული შემოსავლები 87,501,855 ლარს შეადგენდა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 43,505,531 ლარს შეადგენდა. ჯარიმებიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა 101%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მიღებული 87,501 მილიონი ლარიდან 71,835 მილიონ ლარზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მოდიოდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტმა ამ მუხლიდან 36,20 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ხაზინამ 48,972,300 ლარი მიიღო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 24,784,839 ლარი იყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

