|
2026-03-25 13:14:31, 195 ნახვა
სამართალი/ ცოლს სცემდა ვიდეოს უღებდა და შემდეგ ავრცელებდა - პროკურატურამ მოძალადე დააკავა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მანვე უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა), 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

