|
2026-03-24 13:27:51, 491 ნახვა
კომენტარი/ შალვა ნათელაშვილი ხოშტარიას განაჩენზე - დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე
დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განაჩენს ეხმაურება. "ლუვრში ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" რომ დააზიანეს, დამნაშავეს ადმინისტრაციულ სახდელი დაადეს, აი კახა კალაძის ბანერზე წარწერისთვის კი ელენე ხოშტარიას ორ წლამდე ციხე მიუსაჯეს. გამოვდივარ წინადადებით, დაიკიდოს კალაძის პორტრეტი ლუვრში, მონა ლიზას თავზე". - წერს შალვა ნათელაშვილი. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა "რუსული ოცნება". მას პროკურატურა "სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე" 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა. პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

