12:50 - 28 Mar, 2026
2026-03-20 11:50:46, 1394 ნახვა

ეკონომიკა/
საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება - ერთ კვირაში ფასი 32 თეთრამდე გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასების ზრდა გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინი საშუალოდ 5–20 თეთრით, ხოლო დიზელი 15–32 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ BMG წერს. 

ფასების მატება ფიქსირდება თითქმის ყველა მსხვილ ქსელში — Gulf, Wissol, Socar, Rompetrol და Lukoil. ზოგიერთ შემთხვევაში დიზელის ფასმა განსაკუთრებით მკვეთრად მოიმატა, ხოლო ბენზინის გაძვირება შედარებით ზომიერია.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 12 მარტის შემდეგ 17 მარტს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 20 – 32 თეთრია. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾3.73, ზრდა - 20 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.33, ზრდა - 20 თეთრით;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.19, ზრდა - 20 თეთრით;
  • ევრო რეგულარი - ₾3.17, ზრდა - 20 თეთრით;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾3.57, ზრდა - 32 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.47, ზრდა - 32 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 14 მარტის შემდეგ 19 მარტს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის დასაწყისში 10 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ერთი კვირის ჭრილში საწვავი ტიპის მიხედვით 18-30 თეთრით გაძვირდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾3.72; ზრდა კვირის ჭრილში - 18 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.32; ზრდა - 20 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾3.58; ზრდა - 25 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.53; ზრდა - 25 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.18; ზრდა - 21 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾3.48; ზრდა - 30 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს დღეს შეიცვალა, მანამდე კი არქივის მიხედვით ცვლილება 17 მარტს და 11 მარტს ფიქსირდება. 11 მარტის შემდეგ საწვავი Socar-ში 8-32 თეთრით არის გაძვირებული. ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾3.67; ზრდა - 8 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.30; ზრდა - 15 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.14; ზრდა - 15 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾3.40; ზრდა - 31 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.50; ზრდა - 32 თეთრი

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქსელებში ბენზინი და დიზელი გაძვირდა.

Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾3.68; ზრდა - 3 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.33; ზრდა - 8 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.17; ზრდა - 5 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾3.52; ზრდა - 22 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.47; ზრდა - 22 თეთრი;
  •  

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Euro Super – ₾3.67; ზრდა - 17 თეთრი;
  • Premium Avangard - ₾3.30; ზრდა - 10 თეთრი;
  • Euro Regular - ₾3.15; ზრდა - 10 თეთრი;
  • Euro Diesel - ₾3.45; ზრდა - 15 თეთრი.



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics