12:52 - 28 Mar, 2026
2026-03-18 11:38:22, 2601 ნახვა

სამართალი/
ოჯახის არასრულწლოვან წევრს სცემდა და აუპატიურებდა, პოლიციამ ერთი კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან –  2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან  მისი ნების საწინააღმდეგოდ  რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.მ.  ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,  11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics