|
2026-03-17 17:36:16, 3099 ნახვა
ეკონომიკა/ 6 წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება
საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილებებით, აქციზის გადასახადი ახალ, 6 წლამდე ავტომობილებზეც იზრდება. კანონპროექტით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთი კუბურ სანტიმეტრზე 1,50 ლარი იქნება. დღეს მოქმედი აქციზის განაკვეთი ახალი მანქანებისთვის 0,8 ლარიდან 1,5 ლარამდე იყო. აქციზის განაკვეთები მოქმედი კოდექსის მიხედვით. „კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესების, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვნად გაზრდის გზით“, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. შეგახსენებთ, რომ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. ავტომობილის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის (კუბების) და ავტომობილის წლოვანების მიხედვით იანგარიშება. მაგალითად, მანქანა, რომელსაც „ორიანი ძრავა“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა არის 2,000 კუბური სანტიმეტრი. 1.5-იანი ძრავა ნიშნავს 1,500 კუბურ სანტიმეტრს და ა.შ. 4,5 ლარი ერთ კუბზე ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ძრავის სიდიდეზე. ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია: ძრავის მოცულობა მრავლდება 4,5 ლარზე:
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

