|
2026-03-16 10:57:11, 2687 ნახვა
სამართალი/ დედა მცირეწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა, იგი დააკავეს
მარნეულში ქალი მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

