|
2026-03-05 17:33:27, 5322 ნახვა
სამხედრო/ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენასთან დაკავშირებით. „საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების“ მეთაურის, ადგურ გუმბას განცხადებით, „მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს“. გუნბას თქმით, საჰაერო სივრცის დაცვის სამუშაოები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. „გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა - 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ყველაფერი არ გაგვიხმაურებია. დღეს, როდესაც აპარატების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დააფიქსირეს, დასამალი არაფერია: მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი სამუშაოები“, - ციტირებს ადგურ გუმბას "აფსნიპრესი". მისი სიტყვებით, „რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენდა“. დაახლოებით 30 აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატიდან კი, გუნბას სიტყვებით, 99% განადგურდა. ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტები 11 დასახლებულ პუნქტში აღმოაჩინეს. ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. 4 მარტის საღამოს, „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა „დრონების საფრთხის“ გამო. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რამდენჯერმე აღმოჩნდა საბრძოლო რისკის ზონაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

