|
2026-03-02 13:24:32, 5391 ნახვა
სამხედრო/ აშშ-მ დღეს დილით ქუვეითის თავზე რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა დღეს დილით, 2 მარტს, რამდენიმე თვითმფრინავი დაკარგეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ქუვეითის თავზე ჩამოაგდეს. ამის შესახებ ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე განაცხადა. როგორც იტყობინებიან, ქუვეითის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა. შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, ეკიპაჟის ევაკუაცია და სამედიცინო გამოკვლევისა და მკურნალობისთვის საავადმყოფოში გადაყვანა. ჩამოგდებული თვითმფრინავის ყველა პილოტი იპოვეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედროებთან პირდაპირი კოორდინაცია მიმდინარეობს და ხორციელდება „ერთობლივი ტექნიკური პროცედურები“. თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ დაიწყო გამოძიება ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად. 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა განაცხადა, რომ დარტყმების მთავარი მიზანი თეირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილებაა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის საზღვაო ფლოტისა და თავდაცვის ინდუსტრიის განადგურების განზრახვა და მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, დაემხო მოქმედი რეჟიმი. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მისი ოჯახის სულ მცირე ოთხი წევრის და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალების შესახებ. ყველა მათგანი აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სერიის შედეგად დაიღუპა. დღეს დილით, 2 მარტს, ისრაელმა ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

