12:47 - 28 Mar, 2026
2026-02-22 09:47:06, 6802 ნახვა

სპორტი/
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ურუშაძემ. მან ფინალში თურქ ჯანდენიზ ბერაქს სძლია.

ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რუმინელი სპორტსმენი, ნახევარფინალში კი უნგრელი ხმლით მოფარიკავე დაამარცხა.

საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics