12:42 - 28 Mar, 2026
2026-02-14 11:05:23, 5976 ნახვა

სპორტი/
ყაზახმა ფიგურულმა მოციგურავემ შაიდოროვმა სენსაციურად მოიპოვა ოლიმპიური ოქრო

ყაზახმა მოციგურავე მიხაილ შაიდოროვმა იტალიაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა ერთეულთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ყაზახმა მოციგურავემ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, ჯამში 291.58 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე იაპონელი იუმა კაგიიამა გავიდა (280.06), ხოლო მესამეზე მისი თანამემამულე შუნ სატო (274.90).  ამერიკელი მოციგურავე ილიამალინინი რომელიც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა მე 6 ადგილს დაჯერდა. რუსი მოციგურავე პეტრ გუმენნიკი 271.21 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა. ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძემე10 ადგილზე.

21 წლის შაიდოროვი საერთაშორისო მოციგურავეთა კავშირის (ISU) მამაკაცთა რეიტინგში მესამე ადგილზეა. ის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics