|
2026-02-09 00:14:30, 5991 ნახვა
სპორტი/ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა გუნდური ასპარეზობის თავისუფალ პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზეს მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ფიგურული ციგურაობის წარმომადგელები. ხუთი ფინალისტი ქვეყანა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო გუნდურში ქულების გამომუშავებას დარჩენილ სამ დისციპლინაში შეუდგნენ. ოლიმპიურ სარბიელზე პირველები გავიდნენ სპორტული წყვილები, მათ შორის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა თავისუფალ პროგრამაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს 139.70-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებს იტალიას და კანადას აჯობეს, ასევე ლიდერ აშშ-ს. საქართველოს წარმომადგენლებმა თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილით დახურეს. გარდა ამისა, გამოიმუშავეს გუნდური 9 ქულა. ამ მომენტისთვის საქართველოს 41 ქულა აქვს და ხუთეულში მეოთხე ადგილზეა. 51 ქულით პირველზეა აშშ-ის გუნდი, შემდეგ მოდის იაპონია (49), იტალია (45), საქართველო და კანადა, რომელსაც ასევე 41 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლით ვუსწრებთ. ცოტა ხანში საკუთარ პროგრამას წარმოადგენს ანასტასია გუბანოვა, მოგვიანებით კი ნიკა ეგაძე იასპარეზებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

