|
2026-02-08 09:25:28, 5997 ნახვა
სპორტი/ ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა მოკლე პროგრამა იყო იმის განმსაზღვრელი, თუ ვინ მოიპოვებდა გუნდურის ფინალში გამოსვლის უფლებას. ამ მხრივ, ნიკა ეგაძის გამოსვლას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. სწორედ მის ასპარეზობაზე იყო დამოკიდებული ვიხილავდით თუ არა საქართველოს ნაკრებს ფინალურ და შესაბამისად საუკეთესო ხუთეულში. ერთი დღით ადრე სპორტულ ცეკვებში, სპორტულ წყვილებში და ქალთა ერთეულებში გამომუშავებული 20 ქულით საქართველოს ნაკრები აშშ-ის, იაპონიის და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო. ასე რომ, აუცილებელი იყო ხუთეულში ადგილის შენარჩუნება. ნიკა ეგაძეს - ევროპის მოქმედ ჩემპიონს სტარტზე მცირე ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველად გუნდურის ფინალში ასპარეზობის უფლება მაინც მოუპოვა. ნიკა ეგაძემ მსაჯებისგან 84.37 ქულა დაიმსახურა, უძლიერეს ათეულში მეექვსე ადგილზე გავიდა და 5 ქულა გამოიმუშავა. შედეგად, საქართველოს გუნდმა მოკლე პროგრამაში 25 ქულა დააგროვა და შესაბამისი მაჩვენებლით აშშ-ის, იაპონიის, იტალიის და კანადის შემდეგ გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილი კი ფინალში ასპარეზობის საგზურის მომტანი იყო. საქართველოს ნაკრები გუნდურში ასპარეზობას აგრძელებს. ცოტა ხანში თავისუფალი პროგრამით წარდგება დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

