|
2026-02-03 23:49:28, 5999 ნახვა
სპორტი/ თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა
თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, თბილისში რუსეთის ნაკრების ტრიუმფალური გამოსვლით აღინიშნა. რუსეთიმა "ქართული ოცნების" რეჟიმს მადლობა გადაუხადა შეჯიბრის უმაღლესი სპორტული სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის. "ახალგაზრდულ გუნდურ შეჯიბრში, რუსულმა კვარტეტმა, მალენა კუნაშევამ, ალექსანდრა მიხაილოვამ, კარინა ტალადამ და მარია ტრეტიაკოვამ, გამოავლინა გამორჩეული ოსტატობა და გამარჯვების ურყევი სურვილი. რუსეთის დროშის ქვეშ მათ მუდმივად დაამარცხეს მსოფლიოს ოთხი უძლიერესი გუნდი, რომლებიც მსოფლიოს ათეულში შედიოდნენ. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე მათ დაამარცხეს უნგრეთის, იტალიის, საფრანგეთის და უზბეკეთის გუნდები." - წერია რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის განცხადებაში. მათივე ცნობით, ინდივიდუალურმა შეჯიბრებებმა ასევე დამსახურებული ჯილდოები მოუტანა რუსეთის გუნდს. ჟანა ფილიპოვამ 17 წლამდელთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სოფია ნოვიკოვამ კი ახალგაზრდულ ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ტუნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა და თამარ კვინიკაძე. ნაკრებმა მერვედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუმინეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინეთის უძლიერეს ნაკრებს სძლია. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენებმა დაძაბულ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსან უზბეკეთს ვერ აჯობეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

