12:43 - 28 Mar, 2026
2026-02-03 21:09:04, 5981 ნახვა

სხვადასხვა/
თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ერთ კვირაში მეორეჯერ დაჯდა

2 თებერვალს აშშ-ს საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130J-30 Super Hercules - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის შემოსვლის მეორე შემთხვევაა.

FlightRadar24-ის მონაცემებით, C-130J ტიპის თვითმფრინავი, , რომელიც ძირითადად სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის, სამხედროების ტვირთისა და აღჭურვილობის გადასატანად გამოიყენება, აშშ-ს რამშტაინის ავიაბაზიდან გამოფრინდა და თბილისში ადგილობრივი დროით 22:54 საათზე დაჯდა. 

ბოლო ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავი ისევ თბილისის აეროპორტშია გაჩერებული. 

ცნობისთვის, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი საქართველოში წინა კვირაშიც ჩამოფრინდა, როცა აშშ-ს საჰაერო ძალების MC-130J ტიპის თვითმფრინავი 29 იანვარს, თბილისის დროით 22:41 საათზე, თბილისის აეროპორტში დაეშვა. 

აღნიშნული თვითმფრინავი, რომელიც ძირითადად სამხედრო-გადამზიდისა და საჰაერო ტანკერის ფუნქციას ასრულებს, თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა, გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზა გამოიარა და ბუქარესტში ჩაფრენის შემდეგ საქართველოსკენ გამოფრინდა. 

ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში გაჩერების შემდეგ MC-130J თბილისის დროით 00:31-ზე აფრინდა და გაერთიანებული სამეფოს მილდენჰოლის სამხედრო ავიაბაზაზე დაბრუნდა




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics