|
2026-01-29 12:06:49, 6023 ნახვა
რეგიონი/ Hraparak: ვენსი სომხეთში ბირთვულ ენერგიას განიხილავს
თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სომხეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს, არა მხოლოდ TRIPP პროექტთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობაც განიხილება, იტყობინება სომხური გაზეთი Hraparak, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ ვიზიტის დროს ხელი მოეწერება შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რომელშიც ამერიკული მხარე აქციების 74%-ს, ხოლო სომხეთი 26%-ს ფლობს. თუმცა, „ტრამპის გზა“ განხილვის ერთადერთი თემა არ იქნება. წყაროს ცნობით, სამთავრობო წრეებში განიხილება დოკუმენტის ხელმოწერის შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც სომხეთში მოდულური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შეერთებულ შტატებს დაეკისრება. „ეს თემა სომხეთის ხელისუფლების დღის წესრიგში რამდენიმე წელია დგას. რუსეთმა მსგავსი წინადადება ადრეც წამოაყენა. ბუნებრივია, ამ საკითხზე გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათის იქნება. დასავლეთი და შეერთებული შტატები მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვას და მოდულური ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას რუსეთის რეგიონიდან განდევნის გეგმის ნაწილად მიიჩნევენ“, - აღნიშნავს გამოცემა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პაპუაშვილი ილია II-ის გარდაცვალების თემასაც საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმისთვის იყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

