|
2026-01-25 16:58:33, 153 ნახვა
მსოფლიო/ Time ირანში მხოლოდ 8-9 იანვარს, შესაძლოა, 30 000 დემონსტრანტი იყოს მოკლული
გამოცემა Time-ს ცნობით, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მხოლოდ 8-9 იანვარს, შესაძლოა, 30 000 დემონსტრანტი იყოს მოკლული . გამოცემა წერს, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული დაღუპულთა რიცხვი, რომელიც აქამდე არ იყო გამოქვეყნებული, გაცილებით აღემატება 21 იანვარს რეჟიმის მომხრეების მიერ გამოცხადებულ 3 117 დაღუპულთა რიცხვს. გერმანელ-ირანელი თვალის ქირურგის, დოქტორ ამირ პარასტას თქმით, რომელმაც მონაცემების ანგარიში მოამზადა, საავადმყოფოების მიერ დაფიქსირებული გარდაცვალების ფარული მაჩვენებელი პარასკევის მონაცემებით 30,304-ს შეადგენდა. პარასტას თქმით, ეს რიცხვი არ ასახავს სამხედრო საავადმყოფოებში რეგისტრირებული ადამიანების გარდაცვალებას, რომელთა ცხედრები პირდაპირ მორგებში გადაასვენეს. ირანის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ პროტესტი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 4,000 ადგილას გაიმართა. "ჩვენ რეალობას ვუახლოვდებით...თუმცა, ვფიქრობ, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“. | აცხადებს ექიმი გამოცემა წერს, რომ პირველი ზუსტი ინფორმაცია თეირანელი ექიმისგან გამჟღავნდა, რომელმაც TIME-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათის თავდასხმის შემდეგ დედაქალაქში მხოლოდ ექვს საავადმყოფოში მინიმუმ 217 მომიტინგე გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ირანში ჯანდაცვის მუშაკების შეფასებით, 10 იანვრისთვის მინიმუმ 16,500 მომიტინგე დაიღუპა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

