12:07 - 26 Jan, 2026
2026-01-23 11:09:22, 125 ნახვა

კომენტარი/
ვაშაძე - დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ

7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი.. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ დაიჭერენ. შვიდი თვე რთული იყო, განსაკუთრებით როცა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია,რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია"- თქვა ვაშაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics