|
2026-01-22 15:44:10, 71 ნახვა
კომენტარი/ დეკანოიძე კობახიძეს - საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს
ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით დეკანოიძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „კობახიძეს უთქვამს, რომ დებატები უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს. ნიკა გვარამია ციხეში ზის. გახსენით ტელეკომპანია „იმედი“ და მზად ვართ ხალხს ველაპარაკოთ: - პოლიტიკურ პატიმრებზე; - რეპრესიულ კანონმდებლობაზე; - საქართველოს იზოლაციაზე; - გამქრალ საერთაშორისო პერსპექტივებზე; - ახალგაზრდებზე, ვინც ქვეყანას ტოვებენ; - პენსიონერებზე, ვინც წამლებს ვერ ყიდულობენ; - გენერალურ პროკურორზე, რომელიც რუსეთის აგენტია და მკვლელობას უკვეთს; - კორუფციაზე და ბაღებში ბავშვების საკვების წართმევით გამდიდრებულ თანამდებობის პირებზე; - ქიმიურ მოწამვლაზე; - ნამდვილ მშვიდობაზე, რომელზეც ივანიშვილმა უარი თქვა. და იმ ხალხზე, ვისაც სურსათის ყიდვა არ შეუძლია კატასტროფული ფასები გამო. გახსენით „იმედის“ არხი”, - წერს დეკანოიძე. როგორც ივანიშვილის პერმიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს". მისივე ცნობით, უნდა დააბრუნონ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

