10:53 - 26 Jan, 2026
2026-01-21 19:02:03, 132 ნახვა

საზოგადოება/
თბილისში, 51-ე სკოლასთან მამაკაცი დააკავეს - ვიდეო

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 51-ე საჯარო სკოლასთან 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

OC Media-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე Facebook-ზე წერს, რომ როგორც მათ ჟურნალისტს ადგილზე თვითმხილველებმა უთხრეს, დაკავებამდე მამაკაცი მანქანით რკინის ბარიერს 2-ჯერ შეეჯახა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა, 2 დანა ეჭირა და პოლიციელებს ეუბნებოდა, არ მიახლოვებოდნენ, თორემ თავს მოიკლავდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული კაცის წინააღმდეგ პოლიციამ სპეციალური საშუალება - ქაფი გამოიყენა და ის ამის შემდეგ დააკავა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics