12:13 - 26 Jan, 2026
2026-01-21 17:44:56, 124 ნახვა

კომენტარი/
რუტე - ნატოს მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია

 ნატოს მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

„რისკი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გრენლანდიაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს. თუმცა, გრენლანდია მთავარი საკითხი არ არის. ამჟამად მთავარი საკითხი უკრაინაა. ცოტათი ვნერვიულობ, რომ ამ სხვა საკითხებზე ამდენი ფოკუსირებით (უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის) კონტროლი შეიძლება დავკარგოთ“, - განაცხადა რუტემ 

პოლონეთის პრეზიდენტი ნავროცკიც იზიარებს ამ აზრს. „რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის საკითხი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პოლონეთისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. და მე ვფიქრობ, რომ გრენლანდიის საკითხი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინაზე არ ვფიქრობთ“, - აღნიშნა მან.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics