|
2026-01-21 14:59:31, 108 ნახვა
ეკონომიკა/ „ლარსზე“ არსებული სირთულეების გამო, სომხეთი რუსული თხევადი გაზის მიღებას აზერბაიჯანის გავლით განიხილავს
სომხეთი რუსეთიდან თხევადი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის გავლით, რკინიგზის მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ რუსულ „ტასს“-ს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა, ლილით შაბოიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ქვეყანას თხევადი აირი რუსეთიდან და ირანიდან შემოაქვს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად სომხეთი ამ ტიპის საწვავის იმპორტის პრობლემას აწყდება. „ირანში არსებული ვითარების გამო, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, ხოლო რუსეთის მიმართულებით არსებული შეფერხებები „ზემო ლარსს“ უკავშირდება. პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება, რადგან სომხეთში თხევადი აირის შემოტანა რკინიგზით დაიწყება. რუსული თხევადი აირი ძალიან მალე სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება“, — განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა, თუმცა მიწოდების ზუსტი ვადები არ დაუკონკრეტებია. „ტასს“-ი წერს, მანამდე სომხეთის თხევადი აირის ბაზარზე დეფიციტი და ფასების ზრდა დაფიქსირდა. სომხეთის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ შეფერხებით მუშაობამ განაპირობა. შედეგად, რუსეთიდან სომხეთში თხევადი აირის მიწოდებაშიც შეფერხებები დაფიქსირდა. სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაიზდვებზე შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულ იქნა 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით. 1990-იანი წლების დასაწყისიდან პირველად, ამ შეთანხმებამ გზა გაუხსნა სომხეთში რუსული აგროსამრეწველო პროდუქციის პირდაპირ სარკინიგზო გადაზიდვებს. რუსული მარცვლეულის პირველი პარტია სომხეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით 2025 წლის ნოემბერში გადაიზიდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

