12:07 - 26 Jan, 2026
2026-01-20 13:10:42, 142 ნახვა

საზოგადოება/
ყავაში ვილა და ვილა გოლდი-ში მოხალული ბარდაც აღმოჩნდა, კომპანია დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყავას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით "ვილა" და "ვილა გოლდი". 

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. განცხადების თანახმად, პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში.

"შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა". - წერს სააგენტო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics