|
2026-01-19 13:52:53, 247 ნახვა
პოლიტიკა Newsweek: ირანის რეჟიმმა დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა
გამოცემა Newsweek-ის ცნობით, ირანის რეჟიმმა მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებზე დემონსტრანტების დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. ამ ინფორმაციას ის დიდი ბრიტანეთის ყოფილ პარლამენტარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც განუცხადა, რომ ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საპროტესტო აქციების დარბევის დროს, ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. ამაზე ის "სანდრო ანგარიშზე" დაყრდნობით საუბრობს. "ადამიანები თვლიან, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული სახის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რამაც რამდენიმე დღის შემდეგ დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - უთხრა ბილ რამელმა GB News-ს. Newsweek-ის ცნობით, მოგვიანებით ბილ რამელმა თქვა, რომ ინფორმაცია "ირანულ-ქურთული სანდო წყაროებიდან" მოდიოდა, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა. ყოფილი დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკის "გამორჩეულად მძიმე" ესკალაცია. 8 იანვარს, Iran International-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები აღმოსავლეთ ირანში, ქალაქ საბზევარში, მომიტინგეების წინააღმდეგ არატრადიციულ იარაღს იყენებენ. *** აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (HRANA) აცხადებს, რომ აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

