|
2026-01-15 19:00:05, 178 ნახვა
საზოგადოება/ სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს – მიგინეიშვილი
ფოთის მე -15 საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის, იგორ კეკელიას ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სკოლის სამეურვეო საბჭომ კეკელიას განუცხადა, რომ ადვოკატის ყოლის უფლება არ აქვს. მიგინეიშვილი წერს, რომ საბჭოს პასუხი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს. "თქვენ არ გაქვთ უფლება გყავდეთ ადვოკატი!" - ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან. სკოლის მხრიდან გამოგზავნილი პასუხები კიდევ ერთხელ ადასტურებს პედაგოგის (იგორ კეკელია) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს. სკოლა გვწერს, რომ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმას. კომისია განმარტავს, რომ პედაგოგს (იგორ კეკელიას) არ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი, ვინაიდან კომისიის ფორმატი და საჩივრის განხილვის წესები არ ითვალისწინებს განხილვაში ადვოკატის მონაწილეობას. ამავე წერილში გვატყობინებენ, რომ სხდომის აუდიო და ვიდეოჩაწერა არ არის გათვალისწინებული, თუმცა "გამონაკლისის წესით" ჩაწერა განხორციელდება მხოლოდ ჩვენი მხარის - ხმისა და გამოსახულების - ფიქსირებით; მოწინააღმდეგე მხარისა და კომისიის წევრების ხმა და გამოსახულება, მათი განცხადებით, ვერ ჩაიწერება. რა აქვს დასამალი სკოლას? როდემდე უნდა დაემატოს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილება? გარდა ამისა, დღემდე ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც საჩივარს განიხილავენ - ანუ კომისიის წევრთა ვინაობა. - შესაძლოა ვინმე დაინტერესებულია საქმით? - შესაძლოა ვინმე მომჩივნის ახლობელია? - შესაძლოა რომელიმე წევრის მიმართ აცილების საფუძველი არსებობდეს? არა, საბჭოს წევრთა ვინაობა საიდუმლოაო, ასეთი ჩანს პასუხი". - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში, ცნობისთვის, 11 იანვარს პედაგოგი TV პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო პროკურატურას ჯერ არ დაუდგენია. იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 30 დეკემბერს კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს. მასწავლებლის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო. "არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა - პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას. მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით: პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი; არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა; კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა. 30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან" - წერდა მიგინეიშვილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

