|
2026-01-15 18:57:36, 113 ნახვა
ეკონომიკა/ BOG-ის იდეათეკები 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შემეცნების შესაძლებლობას ქმნის (რ)
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულებით კი ბანკის პორტფელი 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის. მხოლოდ 2025 წელს, საქართველოს ბანკმა 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა მეშვეობით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკებია. მეექვსე წელია, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლაში ხსნის, რითაც ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო ყველა რესურსზე. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან დაკომპლექტებული მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, პროექტორებითა და კომპიუტერებით. ამასთან, სივრცე მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM კუთხეზე, რაც ეხმარება მათ, გაეცნონ STEM მიმართულების საფუძვლებს და გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ. დღეისათვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს. იდეათეკების პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ინოვაციური ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

