|
2026-01-14 15:46:24, 240 ნახვა
საზოგადოება/ ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული
მოძრაობა "ფერეიდნიდან საქართველომდე" - ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვით აიათოლას ძალადობრივ რეჟიმს ფერეიდნელი ქართველები ეწირებიან. მათივე ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული "შემაძრწუნებელი ცნობა ირანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას ფერეიდნელი ქართველების დახოცვის შესახებ. ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში, ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული. მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ. ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული; იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს."- წერს მოძრაობა "ფერეიდნიდან საქართველომდე" ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

