12:13 - 26 Jan, 2026
2026-01-12 20:04:26, 172 ნახვა

ეკონომიკა/
გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

გალტ & თაგარტმა გამოაქვეყნა ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვა, სადაც განხილულია ეკონომიკაში და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციები.

ინფლაცია

2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე შენელდა (4.8% იყო წინა თვეში), რაც ძირითადად შერეული საქონლის ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას უკავშირდება. ამასთან, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.2%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების წლიური ინფლაცია, მცირედით, 6.2%-მდე შენელდა.

2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რომელიც გალტ & თაგარტის პროგნოზით 3.0%-მდე შენელდება 2026 წელს.

საერთაშორისო რეზერვები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა და რეკორდული 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ზრდა უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ზრდას და სავალუტო ოპერაციებს. ამასთან,  მონეტარული ოქრო მთლიანი რეზერვების 16.3%-ს შეადგენს.

ტურიზმის შემოსავლები

გალტ & თაგარტის შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და გალტ & თაგარტი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.

ირანი და საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ირანთან ეკონომიკური კავშირები (სავალუტო შემოდინებების ნაწილში) ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ირანიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავლებმა მთლიანი ტურიზმის შემოსავლების 2.7% შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება, გალტ & თაგარტის შეფასებით.

გაეცანით კვირის მიმოხილვას სრულად აქ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics