|
2026-01-09 11:48:10, 190 ნახვა
კომენტარი/ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი - 4 ოქტომბერს ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას
თბილისის საქალაქო სასამართლიში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევს. როგორც ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 4 ოქტომბერს ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. „კადრებში მე ვარ, ვარ ეზოში, მაგას არც უარვყოფ. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, იქ რომ შევედი, მე გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იგივეს გავაკეთებდი. მაშინ მე არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი. იქ ხელს ვიქნევ, მაგრამ როგორ არის, იცით?! რეანიმაციული მოძრაობა და დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ პირში პირში სუნთქვას. სიმართლე გითხრათ, მე რას ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებებით იყო ჩატარებული, მეტი არაფერი. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს. ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე – „მოდი, გადი, აქეთ არ შემოხვიდე“ – ეს იყო ის, რაც მე სასიკეთოდ გავაკეთე, რათა ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩენილიყო. მე რაც დავინახე იქ, ასხამდნენ, თორემ იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ასხამდნენ“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

