12:09 - 26 Jan, 2026
2026-01-08 11:49:25, 247 ნახვა

კომენტარი/
პაპუაშვილი - ვენეციის კომისია პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა

აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციის დატოვება იმ დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციებია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა.

„66 ორგანიზაცია დატოვა აშშ-მა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აღარ არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წერიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში საკითხების განხილვა მორღვეულია. ამერიკა გამოდის დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციებია, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ მათ სერიოზულობას წყალი აქვს შეყენებული. ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ვენეციის კომისია იქცა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად, რათა თავს მოახვიონ სხვადასხვა ინსტრუმენტი თუ ინსტიტუტები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს არაერთხელ ძალიან გამოჩნდა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები, მოსაზრებები ვნახეთ. ეს აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში, რაზეც ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია. ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოსთვის, შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და პროფესიული, სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებას, დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია თავდაპირველ მისიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics